
ნანო ურუშაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივები ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ. შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ტურიზმის სექტორში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინის“ გენერალური მენეჯერის, ნანო ურუშაძის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები სექტორს არსებული გამოწვევების დაძლევასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც განვიხილეთ დღევანდელი გამოწვევები და ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც მათ შესაჩერებლად უნდა გადაიდგას. ვფიქრობ, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივა ახალი ბაზრების გახსნისა და მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო მიმოსვლის გააქტიურების შესახებ ძალიან დაეხმარება დღევანდელ მდგომარეობას.
ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები თურქეთში, სადაც 27 წამყვან ტურისტულ კომპანიას შევხვდით. მათი მხრიდან არის დიდი დაინტერესება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სხვა მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია. ამ პროცესში ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაზრდის შედეგებს“, - განაცხადა ნანო ურუშაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge