მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: მხოლოდ ჩვენს ბანკში დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია, ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: მხოლოდ ჩვენს ბანკში დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია, ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: მხოლოდ ჩვენს ბანკში დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია, ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება

იმედი|imedinews.ge

ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.

ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ“, - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

იმედი

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

იმედი

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

იმედი