
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ „ახალი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში,“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში თემაზე: „ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებაზე.” დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვის სფეროში და საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის სრულყოფის მიმართულებით საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კაროლინა როდრიგესი.
იმედი
წყარო: imedinews.ge