
ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში
საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ,- აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.
იგი „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ვქმნით ლენდმარკს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში”, - აცხადებს წულაია.
“Trump organization”-მა ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
აღნიშნული პროექტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი - სტატია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.
იმედი
წყარო: imedinews.ge