
პრემიერი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. „ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge