
The Washington Post: ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან სრულად გაწმენდა, შესაძლოა, 2026 წლის ბოლომდე გაჭიანურდეს
ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდას, შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებმა კონგრესის წევრებს დახურული შეხვედრის დროს განუცხადებს.
როგორც The Washington Post-ი წერს, სრუტის ნაღმებისგან გაწმენდა ირანთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები მსოფლიოზე წლის ბოლომდე იქნება ასახული.
აღნიშნულმა პროგნოზმა უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც „დემოკრატებში“, ისე „რესპუბლიკელებში“, წერს გამოცემა. ეკონომიკურის გარდა, კონფლიქტს პოლიტიკური შედეგებიც ექნება, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ნოემბერში აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
სამმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში და მის გარშემო, სავარაუდოდ, ოცზე მეტი ნაღმი განათავსა. ნაწილი მათგანი GPS ტექნოლოგიის მეშვეობით, დისტანციურად განათავსეს, ხოლო ზოგი ნაღმი - მცირე ზომის კატარღებით.
იმედი
წყარო: imedinews.ge