მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას
თამარ იოსელიანი: ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას

თამარ იოსელიანი: ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას

იმედი|imedinews.ge

„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია შემოდის საქართველოს საავიაციო ბაზარზე - ავიაკომპანია Condor-ი კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის მიმართულებით. გერმანია და ზოგადად, ევროპული მიმართულებები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ვმუშაობთ მათი განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 5 ავიაკომპანია 32 სიხშირით შეასრულებს, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას არამარტო გერმანიასთან, არამედ მთლიანად ევროპის ქვეყნებთან.

ამასთან, როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, ფრანკფურტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰაბია, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ავიამიმართულების მნიშვნელობას.

„ზოგადად, ფრანკფურტის საავიაციო ჰაბი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მგზავრებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, მისი გავლით იმგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკფურტის მიმართულება ჩვენ დაგვეხმარება როგორც ტურისტული ნაკადების მოზიდვის, ასევე ბიზნეს კავშირების განვითარების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

აღსანიშნავია, 2025 წელს ევროპასა და საქართველოს შორის ჯამურად 2.36 მილიონი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2024 წელთან შედარებით 16%-იან ზრდას შეადგენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველო კვლავ აქტიურად მუშაობს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის და, შესაბამისად, დაკავშირებადობის და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ჭეიშვილი ეუთოს ფორუმზე: სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად იქნება შეფასებული ეუთოს მიერ

თორნიკე ჭეიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე

თორნიკე ჭეიშვილი სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ორი თვეც არ არის გასული ე.წ. ალიანსის შექმნიდან და ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმებაც კი უჭირთ - ძალიან მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში არიან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

იმედი