მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთში 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან
ბრიტანეთში 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან

ბრიტანეთში 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან

იმედი|imedinews.ge

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამით დიდ ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ თამბაქოსგან თავისუფალ თაობას ჩამოაყალიბებენ.

კანონპროექტი ბრიტანეთის პარლამენტში 2024 წლის 5 ნოემბერს იყო ინიციირებული. ახლა, ყველა საფეხურის გავლის შემდეგ კანონს ხელი გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ კანონის წყალობით ქვეყანაში თამბაქოს გაყიდვა დასრულდება.

გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა ჯანდაცვის მინისტრმა, უეს სთრითინგმა და თქვა, რომ ბრიტანეთში გაიზრდება ახალი თაობა რომელიც თამბაქოს არასდროს მოიხმარს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმედი

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

იმედი

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს

იმედი

შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება

შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება

იმედი