თორნიკე ჭეიშვილი საკადრო ცვლილებებზე: უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის

თორნიკე ჭეიშვილი საკადრო ცვლილებებზე: უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის

იმედი|imedinews.ge

უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულია ეფექტური ნაბიჯები თუმცა გამოწევები რჩება და გადაწყვეტილებაც საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სწორედ ამას უკავშირდება.

„ჩვენ ამ თვალსაზრისით ვნახეთ არა ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომელიც ერთი მხრივ მიემართებოდა მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ ძალიან სერიოზული ეფექტიანი ნაბიჯებისკენ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისკენ თუმცა გამოწვევები დღის წესრიგში რჩება. იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად მოხერხდეს ეფექტიანად ამოცანების შესრულება მიღებულ იქნა გადაწყვეტილება [საკადრო ცვლილებების შესახებ]“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია