
უნგრეთში ვარაუდობენ, რომ ვან გოგის უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს
უნგრეთში სენსაციური აღმოჩენის შესახებ განაცხადეს: ხელოვნებათმცოდნეები სწავლობენ ტილოს, რომელიც შესაძლოა ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ნამუშევარი აღმოჩნდეს.
გამოცემა Blikk-ის ინფორმაციით, ნამუშევარი ბუდაპეშტში იმ ექსპონატებს შორის აღმოაჩინეს, რომლებიც უცხოელმა კოლექციონერმა ექსპერტიზისთვის გადასცა. საუბარია ნახატის „საცეკვაო დარბაზი არლში“ ვერსია, რომლის ორიგინალიც ორსეს მუზეუმში ინახება.
კვლევას ხელოვნებათმცოდნე ჟოფია ვეგვარი ხელმძღვანელობს, რომელიც ბუდაპეშტში ფერწერის შესწავლის ლაბორატორიას უდგას სათავეში. მისი შეფასებით, მასალების - საღებავების, ტილოსა და გრუნტის ანალიზი მიუთითებს, რომ ნამუშევარი 1885-1890 წლებამდე შეიქმნა, რაც ვან გოგის შემოქმედების აქტიურ ეტაპს ემთხვევა.
სპეციალისტები უშვებენ ალბათობას, რომ მხატვარმა ერთი და იმავე სიუჟეტის რამდენიმე ვერსია შექმნა, რასაც მისი და მისი ძმის, თეოს მიმოწერა ადასტურებს. შესაბამისად, აღმოჩენილი ნამუშევარი შესაძლოა უკვე ცნობილი შედევრის ალტერნატიული ვარიანტი აღმოჩნდეს.
ექსპერტიზა კვლავ გრძელდება და საბოლოო დასკვნები ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა, ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელოვნებო აღმოჩენა, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც ვან გოგის მემკვიდრეობის შეფასებაზე, ისე მსოფლიო არტ-ბაზარზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge