Reuters: ესპანეთი ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობს და თეირანში საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს

Reuters: ესპანეთი ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობს და თეირანში საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ისრაელი საერთაშორისო სამართლისა და ლიბანის დაბომბვით ახლო აღმოსავლეთში ორკვირიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ესპანეთი ევროპული ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებს აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანსა და ლიბანში. მადრიდმა საკუთარი საჰაერო სივრცე კონფლიქტში ჩართული თვითმფრინავებისთვის ჩაკეტა.

„გუშინ ვნახეთ, თუ როგორ დაარღვია ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და საერთაშორისო სამართალი, ლიბანზე ჩამოაგდო რა ასეულობით ბომბი“, - განაცხადა ესპანეთის პირველმა დიპლომატმა.

მანამდე ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი თავის საელჩოს თეირანში გახსნის, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყების გამო დაკეტა.

„თეირანში ელჩს მითითება მივეცი დაბრუნდეს, მოვალეობის შესრულებას შეუდგეს და გახსნას ჩვენი საელჩო და მოვუწოდებ ყველას, შემოუერთდეს ჩვენს ძალისხმევას მშვიდობის სახელით ყველა შესაძლებელი მიმართულებით, ირანის დედაქალაქის ჩათვლით“, - დასძინა ალბარესმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია