
„კარგი ნიშნების“ ფინალის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა
იმედი|imedinews.ge
Amazon-მა „კარგი ნიშნების“ ფინალური ეპიზოდის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. დემონ კროულის და ანგელოზ აზირაფელის თავგადასავლების ბოლო, 1,5 საათიანი ეპიზოდი Prime Video-ზე 13 მაისს გამოვა. ისტორია ორიგინალურ სცენარზეა დაფუძნებული. თავიანთ როლებს მაიკლ შინი (აზირაფელი) და დევიდ ტენანტი (კროული).

„კარგი ნიშნები“ ნილ გეიმანისა და ტერი პრატჩეტის წიგნზეა დაფუძნებული: „კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის კარგი და ზუსტი წინასწარმეტყველებები“. სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები ანგელოზი აზირაფელი და დემონი კროული სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას ცდილობენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge