
„ეშმაკი ატარებს პრადას“ სიქველის ფინალური თრეილერი გამოქვეყნდა🎬
იმედი|imedinews.ge
სტუდიამ 20th Century Studios საკულტო ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ გაგრძელების ფინალური თრეილერი გამოუშვა.
სიუჟეტი ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. ენდი საქსი ბრუნდება ჟურნალ Runway-ში, თუმცა ამჯერად სტატიების განყოფილების რედაქტორის პოზიციაზე.
თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი). ფილმის საერთაშორისო გაქირავებაში გამოსვლა 1 მაისს არის დაგეგმილი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge