
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და სომხეთის საელჩოს ორგანიზებით, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და სომხეთის საელჩოს ორგანიზებით, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა. საღამო სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი, გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე სერგეი ხაჩატრიანი. საელჩოს მიერ მოწვეული იყვნენ სომხეთის ცნობილი მედუდუკეები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge