მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ორ ძირითად საკითხს მოიცავს - სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის სრულიად ახლებურ მოდელზე და უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივ გადასვლას.

ცვლილებების თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. თუმცა, როგორც მომხსენებელმა განმარტა, ისინი ვალდებული იქნებიან ეტაპობრივად, ზედმიწევნით დააკმაყოფილონ ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობები.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა.

როგორც ირინა წაქაძემ აღნიშნა, მოქმედი კანონი ითვალისწინებს, 1 აპრილიდან სრულად დაინერგოს უანგარო დონაცია, თუმცა, რადგან ამ ეტაპზე არც სექტორი და არც საზოგადოება ამისთვის მზად არ არიან, დონაციის პრინციპებზე გადასვლა ეტაპობრივად - 2030 წლის 1 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

იმედი

საგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება

ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს

ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს

იმედი

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

იმედი