კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

იმედი|imedinews.ge

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. „სამმხრივი ჯგუფი პაუზაზეა“, - განუცხადა პესკოვმა გამოცემას Известия.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი „აგრძელებს მუშაობას“ და ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან დასძინა, რომ რუსეთი და უკრაინა კვლავ აგრძელებენ მუშაობას ტყვეებისა და დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლის საკითხებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი გამოცემას განუცხადეს, რომ 3 ქვეყნის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის კონკრეტული თარიღი და ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში, 17-18 თებერვალს გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ მხარეები ერთმანეთს მარტის დასაწყისში, აბუ-დაბიში შეხვდებოდნენ, თუმცა 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიც მოიცვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია