
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ საქართველოზე ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემები, რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!
არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ [დიუშენის სამკურნალო] მედიკამენტების დაფინანსება?! , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ამ საკითხის შესწავლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მუშაობს.
„სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ, პარალელურად, გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ თუ არაიშვიათ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, იქნება ეს ონკოლოგია თუ გაფანტული სკლეროზი, თუ ნებისმიერი სხვა.
მინდა დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კონფერენციაზე ასეთი რამ თქვა: „უკანასკნელი 10 წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა 10 წლის წინ“.
მართლაც, 10 წლის წინ კითხვა არ არსებობდა და პასუხი სრულიად უიმედო იყო. საბედნიეროდ, გაჩნდა კითხვები. იმედი მაქვს, რომ ასეთი პასუხებიც მალე იქნება ნაპოვნი. ამის იმედი აქვს, მათ შორის, განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე ასევე თავს იკავებენ ამავე მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები ამ დრომდეც და არა იმის გამო, რომ მაგალითად, რომელიმე ვთქვათ, სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე, წლიურად, საშუალოდ, 2.5 მილიონიანი წამლის დაფინანსება.
და ბოლოს, არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!
აი, ეს საკითხია, რომლის გამოკვლევასა და შესწავლაზეც მუშაობს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge