მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით
მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, მუშაობა აუცილებელია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის არის საჭირო და აუცილებელი, უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ რაც შეიძლება სწრაფად.

„ღია წყაროებში თუ პირდაპირი კომუნიკაციის გზით ძალიან დიდი ინფორმაციაა დაგროვილი სამინისტროში თითოეული გარემოების შესახებ, რაც თანმხლებია ამ მედიკამენტების ავ-კარგიანობის შეფასებისთვის. ამას სჭირდება კარგად დაკვირვება.

ბუნებრივია, რომ ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, ისე ფინანსური შესაძლებლობებით და მიუხედავად ამისა, ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული თავშეკავება, გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე არ გვაქვს პასუხები, არის აბსოლუტურად გონივრული, ნორმალური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ვითარებასთან მიმართებაში.

როდესაც ვამბობ, რომ მშობლებს ვერ ვაკრიტიკებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლების ემოციური მდგომარეობა და მათი დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია, მაგრამ არ მესმის და მიმაჩნია, რომ ამორალურია, როდესაც ამით ხელის მოთბობას ცდილობს ან რომელიმე კომერციული სტრუქტურა, ან მიკერძოებული პოლიტიკური ორგანიზაცია.

ძალია დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველაფერი გახდეს ცხადი, ცალსახა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა და დიალოგის საჭიროება - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ესპანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა და დიალოგის საჭიროება - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ესპანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც

იმედი

ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

იმედი

ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა

ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა

იმედი