
ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც
ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც.
„საუბარი ასევე გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც დღეს არსებობს ჩვენ ურთიერთობაში. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ რთული სიტუაციიდან გამოვიდეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ დღევანდელი ვითარება არც ევროკავშირისთვის და არც საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის და აქედან გამომდინარე დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობები იმისთვის, რომ ჩვენც მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ასევე ევროკავშირსაც, რომელსაც საქართველო პოტენციურად მომავალ წევრად ჰყავს მოაზრებული, ამ პროცესში ხელი შეგვიწყოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge