მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე
ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

იმედი|imedinews.ge

ესტონეთის ოფიციალური პირები უარყოფენ კიევის იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას ეხება. მათი თქმით, მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთის მხრიდან ინტერნეტის შეზღუდვა შესაძლოა იყოს წვევამდელთა მობილიზაციისა და ახალი შეტევის შესავალი, რომელიც მიმართული იქნება ან უკრაინის, ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ „ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს“.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს პერიოდში სამხედრო თავდასხმა წამოიწყოს ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა და ნატომ, როგორც მთლიანობამ, მნიშვნელოვნად გაზარდეს მსგავს აგრესიასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკები“, - განუცხადა მინისტრმა Kyiv Independent-ს.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა გააფრთხილა მხარეები, რომ უნებლიეთ ხელი არ შეუწყონ მოსკოვის მცდელობებს ნატოს მოკავშირეებს შორის ნდობის შერყევისკენ.

„ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთის შემდეგ პოტენციურ მსხვერპლად მუდმივი წარმოჩენა - ნატოს უგულებელყოფისა თუ ჩვენი დამოუკიდებელი თავდაცვის შესაძლებლობების სათანადოდ შეუფასებლობის ფონზე - არ ქმნის და არ აძლიერებს იმ ნარატივს, რომელიც თავად უკრაინას ან სხვებს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა“, - განაცხადა კანონმდებელმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თომას ფაზი: ის მოცემულობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, ნიშნავს, რომ ევროკავშირს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ხელში საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშია

თომას ფაზი: ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის

თომას ფაზი: ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის

იმედი

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს

დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას