მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს წრე იმ მედიკამენტებისა, რომელზეც დაწესდება რეფერენტული ფასები. სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესი
მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს წრე იმ მედიკამენტებისა, რომელზეც დაწესდება რეფერენტული ფასები. სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესი

იმედი|imedinews.ge

თუკი ბიზნესისგან მოდის ეს ინიციატივა, რომ გადაიხედოს მედიკამენტების რეფერენტული ფასები, ვშიშობ ამ შემთხვევაში იგულისხმება მოთხოვნა ფასების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ყველა მედიკამენტის რეფერენტული ფასი სამართლიანადაა დადგენილი.

„ჩვენ ვნახულობთ დაახლოებით ჩვენი ზომის ოთხ სახელმწიფოში არსებულ ფასებს იმავე მედიკამენტზე, რაზეც ვადგენთ რეფერენტულ ფასებს, ანუ ზღვარს, რომლის ზემოთაც არ შეიძლება ღირდეს კონკრეტული მედიკამენტი. ბიზნეს რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს მეტი მოგება, ჩვენ ვალდებული ვართ ბიზნესის ინტერესი მივიღოთ მხედველობაში, მაგრამ ჩვენთვის უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მომხმარებლის ინტერესი.

ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს წრე იმ მედიკამენტებისა, რომელზეც დაწესდება რეფერენტული ფასები. ამას არა უბრალოდ ბაზარი დაარეგულირებს, არამედ სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ოპტიმალურ ფასად მიიღოს მედიკამენტი პაციენტმა და მეორე მხრივ ისე დაგეგმოს საკუთარი ბიზნესი ნებისმიერმა მხარემ, რომ ამ ფარგლებში უზრუნველყოფდეს საკუთარი მოგების წილის არსებობას. სხვაგვარად ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ურთიერთობა.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში რა ფასადაც შესაძლებელია, რომ იყოს მედიკამენტი, საქართველოშიც გვინდა, რომ იმავე ფასად ხდებოდეს მედიკამენტის შეძენა პაციენტის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. თუკი რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდება, რომ რომელიმე მედიკამენტზე ფასის შეცვლის საჭიროება დადგა, ჩვენ ამას პერიოდულად განვიხილავთ და იქ, სადაც ასეთი საფუძველი იკვეთება არ ვაყოვნებთ გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის მინისტრი: კომისია სრულად მოიცავს სექტორს და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი თვალსაჩინო გახდება

ჯანდაცვის მინისტრი: კომისია სრულად მოიცავს სექტორს და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი თვალსაჩინო გახდება

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს

მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს

იმედი

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების - გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა - „აი, რა მზის სიზმარია“ დაათვალიერა.

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების - გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა - „აი, რა მზის სიზმარია“ დაათვალიერა.

იმედი

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

იმედი