მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას „ღია ეთერში“ გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

„მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში.

ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი დიაგნოზია და არ მინდა არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით.

ძალიან კარგად მესმის იმ დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს. აუცილებლად, ამ რამდენიმე დღეში, რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ და საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებ ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნის, ყოველი გარემოების, რომელსაც მნიშვნელობა აქვს და იმავდროულად ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა რომ ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია