მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა
კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა

კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა

იმედი|imedinews.ge

კატარის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია QatarEnergy-ის რამდენიმე ობიექტზე, რომლებიც თხევად ბუნებრივ გაზს (LNG) აწარმოებენ, რაკეტებით განმეორებითი დარტყმები განხორციელდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თავდასხმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია და დამატებითი სერიოზული ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ განაცხადა სამხრეთ პარსის (South Pars) გაზის საბადოზე თავდასხმის შესახებ. ამის შემდეგ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დაიმუქრა, რომ დარტყმებს განახორციელებდა ნავთობისა და გაზის ობიექტებზე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც.

იერიში მიიტანეს კატარში მდებარე რას-ლაფანის სამრეწველო კომპლექსზე, რომელიც თხევადი ბუნებრივი გაზის წარმოებისთვის უმსხვილესი კლასტერია მსოფლიოში. ასევე „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიადგა გაზის გადამამუშავებელ დანადგარ Pearl GTL-ს.

ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასი 35%-ით გაძვირდა და 1 მეგავატ საათში 74 ევრო შეადგინა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს

იმედი

NBC News: აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

NBC News: აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

იმედი

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს

იმედი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ეგვიპტეში ელექტროენერგიის დაზოგვა დაიწყეს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ეგვიპტეში ელექტროენერგიის დაზოგვა დაიწყეს

იმედი