მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა

იმედი|imedinews.ge

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის განცხადებით, ირანში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა.

ომანის მთავარი დიპლომატი, რომელიც ომამდე ირანსა და აშშ-ს შორის წარმოებული მოლაპარაკებების დროს შუამავალი იყო, მოუწოდებს ამერიკელ პარტნიორებს ჩაერიონ და დაასრულონ „უკანონო ომი“.

როგორც ალბუსაიდი იუწყება, ომმა დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა სპარსეთის ყურის რეგიონისა და მსოფლიო ეკონომიკაზე.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე დასძენს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის ომანი, ათწლეულების განმავლობაში ამერიკულ იარაღს ყიდულობდნენ და თავის ქვეყნებში ამერიკულ ბაზებს ხსნიდნენ, რათა ირანის მხრიდან პოტენციური თავდასხმა თავიდან აერიდებინათ.

მშვიდობა და შედარებითი კეთილდღეობა, რომელიც სუფევდა მათ ქვეყნებში, ახლა საფრთხის ქვეშაა, რადგან აშშ-მა „საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე კონტროლი დაკარგა“, - აღნიშნავს ალბუსაიდი.

„ამერიკელი მეგობრებისთვის მაქვს შემდეგი კითხვა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ზესახელმწიფო ამ არასასურველი კონფლიქტიდან გამოვიყვანოთ? პირველ ყოვლისა, ამერიკელმა მეგობრებმა უნდა თქვან სიმართლე. დაიწყონ იმ ფაქტით, რომ ამ ომში მონაწილეობს ორი მხარე, ვერცერთი გაიმარჯვებს, ხოლო როგორც ირანის, ისე ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ომის სწრაფი დასრულება წარმოადგენს“, - თქვა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

იმედი

უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა

უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა

იმედი

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

იმედი

The Washington Post: ბაზაზე, სადაც რუბიო და ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი დრონები დააფიქსირეს

The Washington Post: ბაზაზე, სადაც რუბიო და ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი დრონები დააფიქსირეს

იმედი