
ნეთანიაჰუ: ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება
იმედი|imedinews.ge
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მიღწევები შეაჯამა და განაცხადა, რომ ისრაელმა მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.
ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს აღარ აქვს შესაძლებლობა „გაამდიდროს ურანი“ და ასევე აღარ შეუძლია ბალისტიკური რაკეტების წარმოება. მისი თქმით, ამჟამად ირანი „იმაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე“.
„ისრაელი რეგიონული ძალაა, ზოგიერთი კი იტყოდა, რომ მსოფლიო ძალაც“, - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუს განცხადებით, კამპანია ირანის წინააღმდეგ გაგრძელდება „მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, რათა ქვეყნის უსაფრთხოება სრულად იყოს უზრუნველყოფილი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge