
ტარიელ ხარხელაური: დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს. ჩვენ მაინც მოგვიწევს ბოდიშის მოხდა პატრიარქისთვის, რომ ბოლომდე ვერ შევიცანით
იმედი|imedinews.ge
დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს. როგორ შეიძლებოდა სამშობლოს, ან ხალხის სიყვარულში ეჭვი შეგვეტანა, მაგრამ დღეს ისინიც მიდიან პატრიარქთან [ვინც ეჭვი შეიტანა], მაგრამ ბოდიშს მოიხდიან, თუ არა, ეს არაა აუცილებელი. ჩვენ მაინც მოგვიწევს ბოდიშის მოხდა პატრიარქისთვის, რომ ბოლომდე ვერ შევიცანით. არ გვიყვარს ჩვენზე აღმატებული ხალხი, შურის გრძნობა ჩნდება. ასე იყო მუდმივად ჩვენთან. დიდი კაცი შეიძლება აიტანო, მაგრამ აღმატებული რომაა, ეს რთული ასატანია ქართული გონებისთვის“, - აღნიშნა პოეტმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge