მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-მა სანქცირებული ტანკერებით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნებართვა გასცა
აშშ-მა სანქცირებული ტანკერებით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნებართვა გასცა

აშშ-მა სანქცირებული ტანკერებით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნებართვა გასცა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) გასცა ნებართვა იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც ეხება რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, თუ მათი გემებზე დატვირთვა 12 მარტის აღმოსავლეთის დროით ღამის 12:01 საათამდე განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია OFAC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გენერალური ლიცენზია 134A იძლევა რუსული ნავთობის გაყიდვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის უფლებას, მათ შორის იმ ოპერაციებზეც, რომლებშიც სანქცირებული გემები მონაწილეობენ.

ნებადართულია ყველა დაკავშირებული ტრანზაქცია, მათ შორის: გემების დოკირება, ღუზის ჩაშვება, ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი შეკეთება და გარემოსდაცვითი ღონისძიებები. გარდა ამისა, მწვანე შუქი აენთო გემების მართვის მომსახურებას, ბუნკერირებას, დაზღვევას, კლასიფიკაციასა და სამაშველო სამუშაოებს.

ლიცენზია ვრცელდება რუსეთის იმ კომპანიების მიერ წარმოებულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან.

ამავდროულად, დოკუმენტი არ ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან, კუბასთან, ყირიმთან ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“

იმედი

გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

იმედი

მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების

მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების

იმედი

სოსო მანჯავიძე: პატრიარქი ცდილობდა შეექმნა იდეალური საქართველო. ეს იყო მისი განსაკუთრებული მისია, რაც განახორციელა ამ 50 წლის განმავლობაში

სოსო მანჯავიძე: პატრიარქი ცდილობდა შეექმნა იდეალური საქართველო. ეს იყო მისი განსაკუთრებული მისია, რაც განახორციელა ამ 50 წლის განმავლობაში

იმედი