
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიარქზე: ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათალიკოს-პატრიარქ ილია II გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში", - ნათქვმია ტომ ბერენდსენის წერილში.
იმედი
წყარო: imedinews.ge