
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი: ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
„ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს“, – აცხადებს ჰარცლერი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge