
WSJ: ირანის სარაკეტო დარტყმების გამო ნავთობგიგანტები მილიარდობით დოლარს კარგავენ
ირანი სარაკეტო იერიშებმა, დიდ ნავთობკომპანიებს მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა, - წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, თუმცა ფასების ზრდა ამ ეტაპზე დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსირებას უწყობს ხელს. WSJ იუწყება, რომ კატარში, Pearl-ის თხევადი გაზის გადამამუშავებელ საწარმოს დარტყმით ირანმა Shell-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივი - გიგანტური ქარხანა, რომელიც კომპანიის გლობალურ ოპერაციებში ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ და მომგებიან ობიექტად ითვლება, ფაქტობრივად გათიშა. ზიანი კი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ორი საწარმოო ხაზიდან ერთის გაჩერება, სულ მცირე ერთი წლით არის მოსალოდნელი.
გამოცემის თანახმად, ირანისთვის სამიზნედ დასავლური ნავთობის ინდუსტრიის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქცა. კერძოდ, სტატიაში საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა Exxon Mobil-ი, Chevron-ი, ConocoPhillips-ი, TotalEnergies-ი.
როგორც WSJ წერს, ახლო აღმოსავლეთის პროექტებმა კომპანიებს დიდი მოგება მოუტანა, თუმცა, ამავე დროს ისინი უფრო მეტად გახადა დაუცველი რეგიონის გეოპოლიტიკური კონფლიქტების მიმართ.
„ახლა კომპანიები ისეთ შეფერხებებს აწყდებიან, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ირანის თავდასხმები კატარის გაზის ინფრასტრუქტურაზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია გლობალური ეკონომიკისთვის, ქვეყნის როლის გათვალისწინებით, როგორც მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მეორე უდიდესი მიმწოდებლისა. დასავლური კომპანიები იმაზე დებენ ფსონს, რომ საწვავზე გლობალური მოთხოვნა კიდევ გაიზრდება, მაშინაც კი, როცა ეკონომიკები ცდილობენ თანდათან შეამცირონ დამოკიდებულება სხვა წიაღისეულ საწვავებზე.
ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტები დაზიანდა, რის შედეგადაც Exxon-ი წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული QatarEnergy-ის მიერ მიყენებული ზიანისა და შემოსავლების დანაკარგის შეფასებით, შეკეთებას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს. Exxon-მა გასულ წელს 330 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააფიქსირა", - წერს WSJ.
იმედი
წყარო: imedinews.ge