მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტედ კრუზი ირანზე: ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა
ტედ კრუზი ირანზე: ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა

ტედ კრუზი ირანზე: ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა

იმედი|imedinews.ge

კონგრესმენი ტედ კრუზი აცხადებს, რომ მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს ირანზე თავდასხმა ურჩია. ამერიკელი კანონმდებლის თქმით, თეირანთან მიმართებით ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, იქ რეჟიმის შეცვლა უნდა იყოს.

კრუზი აღნიშნავს, რომ ამისთვის ის ირანელი დემონსტრანტების შეიარაღებასაც ემხრობა. კონგრესმენმა ისტორიული პარალელი პეკინში, ტიანანმენის მოედანზე განვითარებულ მკვლელობებთან გაავლო და თქვა, რომ მოქალაქეთა შეიარაღება ირანის ხელისუფლების გადატრიალების პროცესში მხარეთა შესაძლებლობებს გაათანაბრებს.

„ადმინისტრაციას თავის მიზნად ირანში რეჟიმის შეცვლა არ დაუსახელებია. ამის აშკარა მიზეზი ის გახლავთ, რომ ერაყის ომის შემდეგ ხალხი ამ ტერმინს ერიდება. მე კი ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. ვფიქრობ, ის რასაც ახლა ვაკეთებთ, ძალიან ეფექტიანია - ვანადგურებთ მათ საომარ შესაძლებლობებს.

თუმცა მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა. მახსოვს, რა მოხდა 30 წელზე მეტი ხნის წინ ტიანანმენის მოედანზე, მახსოვს წარწერა, რომ იქ პროტესტის ნიშნად მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მათ იარაღი რომ ჰქონოდათ​“, - განაცხადა კრუზმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა

იმედი

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

სუს-ი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას

სუს-ი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას

იმედი

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

იმედი