ისრაელში აცხადებენ, რომ ირანსა და ლიბანზე დარტყმები კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება

ისრაელში აცხადებენ, რომ ირანსა და ლიბანზე დარტყმები კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება

იმედი|imedinews.ge

ისრაელმა ირანის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ცაჰალის ცნობით, თავდასხმები თეირანსა და ლიბანში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

განგაში იყო ისრაელის ცენტრალურ ნაწილშიც. განადგურებული ირანული რაკეტების ნამსხვრევები თელ-ავივშიც ჩაცვივდა.

ამასთან, რამდენიმე საათში იწურება დონალდ ტრამპის მიერ ულტიმატუმის ვადა. ამერიკის პრეზიდენტმა თეირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის ელექტროსადგურების განადგურებით დაიმუქრა. ვითარების ესკალაცია უარყოფითად აისახა აზია-წყნარი ოკეანის საფონდო ბირჟებზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია