
The Wall Street Journal: ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ალექს უორდი სოციალურ ქსე X-ში ავრცელებს.
„ტრამპი ირანის მიწაზე ამერიკული ჯარის შესაყვანად ემზადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამან, შესაძლოა, მის მიზნებს, რომელიც კონფლიქტის სწრაფ დასრულებას გულისხმობს, ავნოს“, - წერს კორესპონდენტი.
მისი განმარტებით, ომის დასრულება მხოლოდ ტრამპზე არ არის დამოკიდებული.
„გარიგების ან სამხედრო გამარჯვების გარეშე ტრამპი მომავალში ჩაკეტილი [ჰორმუზის] სრუტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება“, - დასძინა უორდმა.
Trump is willing to order U.S. troops on Iranian soil, but is reluctant to do so, in part because it could upend his goal of a speedier end to the conflict. Ending the war isn’t up to Trump alone. Without a deal or military victory, Trump could face further block of the strait. — Alex Ward (@alexbward) March 26, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge