მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს
შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

იმედი|imedinews.ge

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ მენთეშაშვილი, პროგრამაში ჩართულ ვეტერინარებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მიმდინარეობის გრაფიკისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„იმისათვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანისა და მისი ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია, მათი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, რაც უზრუნველყოფს ყველა ძაღლის აღრიცხვას და მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას“, - განაცხადა იოსებ მენთეშაშვილმა.

შიდა ქართლის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი დაესწრო.

აღინიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს

ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს

იმედი

ლევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს. არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში

ლევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს. არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში

იმედი

არჩილ გორდულაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი

Reuters: სტარმერმა რუსული გემების დაკავების ბრძანება გასცა

Reuters: სტარმერმა რუსული გემების დაკავების ბრძანება გასცა

იმედი