ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა Taurus-ის ტიპის რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თავად აწარმოებს

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა Taurus-ის ტიპის რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თავად აწარმოებს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა Taurus-ის ტიპის გერმანულ რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი ასეთი ტიპის შეიარაღებას თავად აწარმოებს.

გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთმა გერმანელმა დეპუტატმა მერცს ჰკითხა, აპირებს თუ არა ის უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას, რაზეც მან თქვა, რომ შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული შეიარაღება „გაცილებით ეფექტურია, ვიდრე Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მცირე რაოდენობა, რომლის მიწოდება გერმანიას შეუძლია“.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანის დროს მერცი უკრაინას Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას ჰპირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, კანცლერის პოსტის დაკავებამდე მას ეგონა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს Taurus-ის საკმარისი მარაგი ჰქონდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია