
მედია: ისრაელმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა
იმედი|imedinews.ge
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, ალირეზა ტანგსირის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალირეზა ტანგსირი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე იყო პასუხისმგებელი. მისი ლიკვიდაცია საპორტო ქალაქ ბანდარ აბასზე საჰაერო იერიშის დროს მოხერხდა.
არც ირანის, არც ისრაელის ხელისუფლებას ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge