
AP: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ოლიმპიადაში მოანწილეობა აუკრძალა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების დაშვების ახალი პოლიტიკა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან. ინფორმაციას Asssociated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საუბარია 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება.
ამრიგად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისობაში მოიყვანა თავისი პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ადრე გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებასთან, რომელიც კაცებს ქალების სპორტში მონაწილეობას უკრძალავს, - წერს Associated Press-ი.
„ოლიმპიურ თამაშებზე ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ქალთა სხვა შეჯიბრებებზე, სპორტის ინდივიდუალური და გუნდური სახეობების ჩათვლით, მონაწილეობა ახლა შეზღუდულია მხოლოდ ბიოლოგიური ქალებით“, - აღნიშნულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დოკუმენტში.
სააგენტო აგრეთვე აღნიშნავს, რომ უცნობია, რამდენი ტრანსგენდერი ქალი მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და დასძენს, რომ პარიზის 2024 წლის თამაშებში არცერთი ტრანსგენდერის მონაწილეობა არ დასტურდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge