ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: წარმოუდგენელია, ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: წარმოუდგენელია, ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.

უწყება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისრაელს მოუწოდებენ, სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.

„ისრაელი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საკუთარ კანონებს იღებს. წარმოუდგენელია, ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა. ისრაელი მსოფლიოში უპრეცედენტო მასშტაბის მკვლელობებსა და სასტიკ ტერორიზმს აწყდება. ისრაელის კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, ხოლო შემოთავაზებული ახალი კანონის მიხედვით, მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოებზეა დამოკიდებული. ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: როგორც ყოველთვის ევროკავშირი აკვიატებულად გამოყოფს ისრაელს. ჩვენ არ გვინახავს მსგავსი განცხადებები სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია