
„ცაჰალმა“ თეირანის ცენტრში ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა
იმედი|imedinews.ge
ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) განცხადებით, წუხელ თეირანის ცენტრში ისრაელელმა სამხედროებმა ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს.
„ცაჰალის“ სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო.
მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ დედაქალაქზე თავდასხმა განხორციელდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც. ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ ნაწილს დაარტყა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge