
აბას არაღჩი: ირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის ორ ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, თუმცა რადიაციის გაჟონვა არ დაფიქსირებულა.
„ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია. ისრაელი აცხადებს, რომ აშშ-თან კოორდინირებულად მოქმედებდა. თავდასხმა ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს დააკისრებს“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში.
Israel has hit 2 of Iran's largest steel factories, a power plant and civilian nuclear sites among other infrastructure. Israel claims it acted in coordination with the U.S. Attack contradicts POTUS extended deadline for diplomacy. Iran will exact HEAVY price for Israeli crimes — Seyed Abbas Araghchi (@araghchi) March 27, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge