იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ

იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ

იმედი|imedinews.ge

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ეს „ჰუსიტების“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანს შეუტიეს.

„შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ, როგორც ადრე ვთქვით, გაცხადებულ მიზნებს არ მივაღწევთ და არ დასრულდება აგრესია წინააღმდეგობის ყველა ფრონტის მიმართულებით“, - განაცხადა „ჰუსიტების“ სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, იაჰია სარიმ.

ისრაელური მხარის მტკიცებით, მათ რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ „ჰუსიტებმა“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ მზად არიან ჩაერთონ ომში, რომელმაც რეგიონი და მსოფლიო ეკონომიკა შეარყია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია