
საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები კვირას პაკისტანში აშშ-ირანის მოლაპარაკებების განსახილველად ჩავლენ
საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად ჩავლენ. ინფორმაციას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი ავრცელებს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და ეგვიპტის პირველი დიპლომატი, ბადრ აბდელატი ისლამაბადს ორდღიანი ვიზიტით ეწვევიან და რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად საჭირო ნაბიჯებზე სიღრმისეულად იმსჯელებენ.
სამი ქვეყნის სტუმარი შეხვედრას გამართავს პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან, რომელმაც სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ პაკისტანი გულწრფელ და მტკიცე ზომებს მიმართავს, რათა კონფლიქტის დასრულებას შუამავლობა გაუწიოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge