
ირანის პრეზიდენტი რეგიონის ქვეყნებს: თუ გინდათ განვითარება და უსაფრთხოება, არ მისცეთ უფლება მტერს, აწარმოოს ომი თქვენი ტერიტორიებიდან
იმედი|imedinews.ge
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიმართა და გააფრთხილა, ნუ მისცემენ უფლებას აშშ-ს მათი ტერიტორია ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმებისთვის გამოიყენონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პეზეშკიანი წერს, ირანი იძულებული იქნება, ასეთ ქვეყნებს სამხედრო ძალით უპასუხოს.
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ დარტყმებს არ ახორციელებს, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხებთ, თუ სამიზნე გახდება ჩვენი ინფრასტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები. მივმართავ რეგიონის ქვეყნებს: თუ გინდათ განვითარება და უსაფრთხოება, არ მისცეთ უფლება მტერს, აწარმოოს ომი თქვენი ტერიტორიებიდან“, - დაწერა პეზეშკიანმა.
We have said many times that Iran doesn't carry out preemptive attacks, but we will retaliate strongly if our infrastructure or economic centers are targeted. To the countries of the region: If you want development and security, don't let our enemies run the war from your lands. — Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) March 28, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge