ირანის პარლამენტის სპიკერი: მტერი საჯაროდ მოლაპარაკებების მზაობაზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო თავდასხმას გეგმავს. ირანი დამცირებას არ შეეგუება

ირანის პარლამენტის სპიკერი: მტერი საჯაროდ მოლაპარაკებების მზაობაზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო თავდასხმას გეგმავს. ირანი დამცირებას არ შეეგუება

იმედი|imedinews.ge

ირანული მედიაპლატფორმები, მათ შორის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA, ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის მიმართვას ავრცელებენ, რომელიც ომის დაწყებიდან 30-ე დღეს ეძღვნება.

მიმართვაში ღალიბაფი ამბობს, რომ „მტერი საჯაროდ მოლაპარაკებების მზაობაზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო თავდასხმას გეგმავს“. ის დასძენს, რომ აშშ „15-პუნქტიანი სიით აყალიბებს თავის სურვილებს და ცდილობს მიაღწიოს იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია“.

ღალიბაფი ასევე აცხადებს, რომ ირანული ძალები „ელიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოჭრას, რათა ცეცხლი გაუხსნან მათ. ირანის კაპიტულაციის თემაზე საუბრისას, ღალიბაფი არაბულ ენაზე ამბობს, რომ ირანის გზავნილი „ნათელია“ და ქვეყანა „დამცირებას“ არ შეეგუება .

ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ღალიბაფს პოტენციურ პარტნიორად და, შესაძლოა, მომავალ ლიდერადაც კი განიხილავდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია