მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინეთის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ჩამოვარდა
ფინეთის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ჩამოვარდა

ფინეთის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ჩამოვარდა

იმედი|imedinews.ge

ფინეთის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას ფინური ტელერადიოკომპანია YLE ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მანამდე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში - საზღვაო ზონაში და რუსეთის საზღვართან ახლოს „რამდენიმე ნელა მოძრავი ობიექტი“ შენიშნეს.

პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო.

„ეს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა - ძალიან სერიოზული საქმეა. სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონებია, თუმცა გარემოებები ზუსტდება და დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ორპომ.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში გასულ კვირაში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მათ საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრნენ. როგორც იტყობინებიან, საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო. 23 მარტის ღამეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლიეტუვაში ჩამოვარდა, ხოლო 25 მარტის ღამეს თითო დრონი ჩამოვარდა ესტონეთსა და ლატვიაში.

ამ ინციდენტების ფონზე რუსულ მედიაში ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინულ დრონებს მათ ტერიტორიაზე გადაფრენის ნება ფარულად დართეს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროში ეს უარყვეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ

კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ

იმედი

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

იმედი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

იმედი

სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იმედი