მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?
დონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?

დონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?

იმედი|imedinews.ge

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად ირანში ნავთობის ხელში ჩაგდებას ამჯობინებდა“ და ეს პოტენციური ნაბიჯი ვენესუელაში არსებულ სიტუაციას შეადარა, სადაც აშშ იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ნავთობის სექტორის „განუსაზღვრელი ვადით“ გაკონტროლებას აპირებს. ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა Financial Times-თან ისაუბრა.

„გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს: „ამას რატომ აკეთებ?“. თუმცა, ისინი სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.

FT აღნიშნავს, რომ ტრამპის ზრახვები უნდა ითვალისწინებდეს კუნძულ ხარკის ხელში ჩაგდებას - ეს არის ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ირანული ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტი ხდება. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ამ კუნძულზე თავდასხმა სარისკო იქნებოდა, რადგან ამერიკელ სამხედროებში ახალი დანაკარგების ალბათობას გაზრდიდა და გამოიწვევდა ხარჯების ზრდას და ომის გახანგრძლივებას.

„შესაძლოა, ჩვენ ჩავიგდოთ ხელში კუნძული ხარკი, შესაძლოა - არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევდა კუნძულზე გარკვეული დროით დარჩენა. არ მგონია, მათ რაიმე სახის თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვეძლო მისი ხელში ჩაგდება ძალიან მარტივად“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები, პაკისტანის შუამავლობით, წარმატებით მიმდინარეობს.

ტრამპმა ირანს 6 აპრილამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს შეთანხმებას ომის შეწყვეტის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ენერგეტიკულ სექტორს აშშ-ის მხრიდან დარტყმები ელოდება.

„ჩვენ დაახლოებით 3000 სამიზნე დაგვრჩა. დავბომბეთ 13 000 სამიზნე და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნეა წინ. შეთანხმება შეიძლება საკმაოდ სწრაფად გაფორმდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ

კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ

იმედი

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

იმედი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

იმედი

სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იმედი