
Politico: G7-ის მინისტრები ირანში ომის ეკონომიკურ შედეგებს საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს მორიგ საგანგებო სხდომას გამართავენ. მათ უნდა განიხილონ, როგორ შეზღუდონ აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ეკონომიკური შედეგები. კერძოდ, ისინი იმსჯელებენ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლებაზე ან ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე.
Politico ორ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მინისტრები, რომლებსაც ონლაინ შეხვედრის დროს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შეუერთდებიან, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა როლან ლესკიურმა აღნიშნა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, მინისტრები ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბებიან. მიუხედავად ამისა, დიპლომატებმა შეამცირეს იმედები იმის შესახებ, რომ ორშაბათს G7-ის ვირტუალურ შეხვედრაზე შორს მიმავალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
G7-ის წინა შეხვედრები შეთანხმებული ქმედებების მიღების გარეშე დასრულდა და ამჯერად ისიც კი არ არის გარკვეული, გამოვლენ თუ არა მინისტრები ერთობლივი განცხადებით.
იმედი
წყარო: imedinews.ge