
ლონდონში ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს
იმედი|imedinews.ge
ლონდონში ებრაული თემის საქველმოქმედო ორგანიზაციის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარია 4 მანქანა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარს, საზარელი ანტისემიტური თავდასხმა უწოდა.
საქმეს კონტრტერორისტული დანაყოფი იძიებს, თუმცა თავდასხმას ჯერ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია არ აქვს. პოლიციის ცნობით, ამჟამად 3 ეჭვმიტანილს ეძებენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge