
ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქება მოსკოვს მხოლოდ $2 მილიარდის დამატებით შემოსავალს მოუტანს
იმედი|imedinews.ge
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი ამბობს, რომ ვაშინგტონის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქება მოსკოვს მხოლოდ 2 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს.
ბესენტის თქმით, ეს თანხა უმნიშვნელოა და რუსეთის ერთდღიანი ბიუჯეტის ტოლფასია. ამერიკის სახაზინო მდივნის განმარტებით, სანქციების შემსუბუქება პირიქით, ამცირებს მოსკოვის შემოსავალს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება.
„რა ჯობია: ნავთობის ფასი 150 დოლარამდე გაიზარდოს და რუსეთმა ამის 70% მიიღოს, თუ ფასი 100 დოლარზე დაბალი დარჩეს და მისი შემოსავლები შემცირდეს?“ - განაცხადა ბესენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის მიზანი მიწოდების გაზრდა და ფასების დაწევაა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge