
ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა
ნავთობზე საბირჟო ფასები მას შემდეგ შემცირდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პენტაგონს დაავალა 5 დღით გადადოს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმები.
ლონდონის ICE ბირჟაზე ჩრდილოეთის ზღვის Brent-ის მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ღირებულება 108,2 დოლარიდან 93 დოლარამდე დაეცა. მოგვიანებით ნავთობმა დანაკარგების ნაწილი აინაზღაურა, თუმცა შემდეგ ფასი კვლავ 100 დოლარზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, გაიაფდა ამერიკული WTI მარკის ნავთობი და გაზი ევროპულ ბირჟებზე.
ნავთობის ფასი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაიზარდა.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები 5 დღით, თეირანთან მოლაპარაკებების შემდეგ გადადო. ირანში კი განაცხადეს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები არ გაუმართავთ.
იმედი
წყარო: imedinews.ge